მიხეილ სარჯველაძე ანა ნაცვლიშვილს:  რა გავაკეთოთ ახლა, გავზომოთ რამდენ ხანს ვიღიმოდი, რომელ გამომსვლელზე?!

მიხეილ სარჯველაძე ანა ნაცვლიშვილს:  რა გავაკეთოთ ახლა, გავზომოთ რამდენ ხანს ვიღიმოდი, რომელ გამომსვლელზე?!

რა გავაკეთოთ ახლა, გავზომოთ რამდენ ხანს ვიღიმოდი, რომელ გამომსვლელზე?! - ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოს“ წევრს ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც ის ქალი დეპუტატების გამოსვლის დროს „იქედნურად ღიმილში“ დაადანაშაულა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, რომ „ანა ნაცვილიშვილი მწარედ ცდება“.

„მიუხედავად იმისა, რომ არაფერს თქვენს ნათქვამში არ ვეთანხმები, მაგრამ იმ ნაწილს, სადაც საუბარი შეეხო გაღიმებას და ა.შ. მგონი ძალიან მწარედ ცდებით. ეს არ არის სწორი. არასდროს მსგავსი რამ არ გამიკეთებია. თავის სამართლებლად არ გეუბნებით, უბრალოდ, მაგალითად ყველაზე მეტად ღიმილი შეიძლება დამთამაშებდა როცა ბატონი შალვას კომენტარებს ვისმენდი. რა გავაკეთოთ ახლა, გავზომოთ რამდენ ხანს ვიღიმოდი, რომელ გამომსვლელზე?! ეს იყო კომიკური განცხადება. ამას სხვას ვერაფერს დავარმქევდი. გთხოვთ, ასეთი რაღაცებისგან თავი შევიკავოთ, ვიდრე ბრალდებას იტყვით-ხოლმე შორს მიმავალს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მიხეილ სარჯველაძე და სხვა დეპუტატები ქალი პარლამენტის წევრების გამოსვლის დროს იღიმიან, რაც არასწორია.

„აუცილებლად გადავცემ ეთიკის საბჭოს. როგორც სხდომის თავმჯდომარეს მოგმართავთ - რატომღაც ძალიან იქედნურად გეღიმებათ ხოლმე, როცა ქალები ვსაუბრობთ. ანა ბუჩუკურზე შევამჩნიე და მივხვდი, რომ მარტო ჩემზე არ ეღიმებათ. ძალიან უხერხულია“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.