პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც 19-20 ივნისის ამნისტიის შესახებ პროექტის განხილვა მიმდინარეობს, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს უმრავლესობის წევრი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური და პარტია „ლელოს“ წევრი ლევან სამუშია დაუპირისპირდნენ.
ღუდუშაურის გაღიზიანება ამნისტიის შესახებ პროექტზე ლევან სამუშიას შეფასებებმა გამოიწვია. კერძოდ, სამუშიამ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 19 ივნისს სისხლიანი ღამე მოაწყო და ახლა საკუთარი გუნდის გადასარჩენად ამნისტიას ახორციელებს.
სამუშიამ უმრავლესობის კანონპროექტს „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია უწოდა.
სამუშიას თავდაპირველად რატი იონათამაშვილმა უპასუხა, რომელსაც საუბარში რამდენიმეჯერ რეპლიკით სამუშია ჩაეჭრა.
ღუდუშაურმა სამუშიას მიმართა, რომ თუკი თავს ვერ იკავებდა და პარლამენტში მოქცევა არ იცოდა, საკომიტეტო სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა. სწორედ, ამ სიტყვებით დაიწყო კამათი, რომელიც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდაა.
ამ წუთებში კომიტეტის სხდომაზე პროექტის განხილვა გრძელდება.