საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 639 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 598 ტესტი ჩატარდა.