გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა მარგინალიზებული ხდება და აქედან გამომდინარე თავის გადარჩენას რადიკალიზმში ხედავს

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა მარგინალიზებული ხდება და აქედან გამომდინარე თავის გადარჩენას რადიკალიზმში ხედავს

დესტაბილიზაცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიის სერიოზული შემადგენელი ნაწილი. პრინციპში, სხვა არაფერი გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ამ ჯაჯგურში „ევროპული საქართველო“ საერთოდ აღიგავა პირისაგან მიწისა, რომელიც ვერა და ვერ გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა მარგინალიზებული ხდება და აქედან გამომდინარე თავის გადარჩენას რადიკალიზმში ხედავს“, - განაცხადა ვოლსკიმ.