„მე აქ სიკვდილით დასჯა მელის“ – მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი დააკავეს

„მე აქ სიკვდილით დასჯა მელის“ – მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი დააკავეს

„რაინეარის“ თვითმფრინავის ბორტზე მყოფი მგზავრები, რომლებიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდნენ, მინსკში აღმოჩნდნენ – მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა მიმართულება შეიცვალა და მოულოდნელად ბელარუსის დედაქალაქში დაჯდა.

ბელარუსის ოპოზიციის მტკიცებით, ეს ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით მოხდა, რათა ბორტზე მყოფი ჟურნალისტი – რომან პროტასევიჩი დაეკავებინათ.მგზავრები ამბობენ, რომ ბორტზე პანიკა და ჩხუბი არ ყოფილა.

„მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა მოულოდნელად გეზი შეიცვალა და ამის შესახებ შევიტყეთ, ბორტზე მყოფი ერთი ბიჭი ძალიან განერვიულდა. ყველა გამოგვიყვანეს თვითმფრინავიდან, ძაღლებს შეამოწმებინეს ჩვენი ნივთები. ის ბიჭი სხვა მხარეს გაიყვანეს, მისი ნივთები კი ასაფრენ ბილიკზე დაყარეს. ვკითხეთ, რა ხდებოდა, თქვა, ვინც იყო და დაამატა – “მე აქ სიკვდილით დასჯა მელის”. ის უკვე მშვიდად იყო. მასთან ერთად მთელი ამ ხნის განმავლობაში იდგა პოლიციელი, მალე კი სამხედრო პირებმა გაიყვანეს“, – განაცხადა Delfi.lt-თან მგზავრმა, რომელიც ჟურნალისტ რომან პროტასევიჩთან ერთად იმყოფებოდა.

მგზავრები, ასევე, ჰყვებიან, რომ ისინი სამი საათის განმავლობაში ვიწრო კორიდორში ჰყავდათ დაკავებული და მათთვის სასმელი წყალიც არ მიუციათ.

Aburjga Tasmanieli გაძაგრეს ეს პატარა, უცხო ქვეყნის სამსახურებს მიყიდული განდონი ლაწირაკი?!  ჰოდა, ძალიან კარგი, სხვებისთვის, მასსავით ბავშვობიდან ე.წ.  "დემოკრატიის" მოტრფიალეთათვის, ჭკუის სასწავლებელი იქნება!  ბიჭო შე ნაბიჭვარო, შენ უნდა შექმნა ბელორუსიაში პოლიტიკური დღისწესრიგი?! შენ უნდა გადაწერო ბელორუსი ხალხის გმირული ბრძოლოის ისტორია დიდ სამამულო ომში გაერთიანებული ფაშისტური ევროპის წინააღმდეგ, შენ უნდა წაშალო ბრესტის ციხე-სიმაგრეზე წარწერილი მის დასცავად თავდადებული მეომრების სახელები და გვარები?! არა, ვერა, ვერც შენ და ვერც შენი პატრონები ვერ გადააფორმატირებთ საბჭოთა ხალხის გმირულ ისტორიას! დიდება ბელორუსიას, ჩემი პატივისცემა ბელორუს პატრიოტ ადამიანებს, ნამდვილ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს! 
3 წლის უკან