შალვა პაპუაშვილი: რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა იყო მხოლოდ არეულობის ინსტრუმენტი და არა მიზანი

შალვა პაპუაშვილი: რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა იყო მხოლოდ არეულობის ინსტრუმენტი და არა მიზანი

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დაყენებული არ იყო იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარებულიყო, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რიგგარეშე მოთხოვნა ქვეყანაში არეულობის შექმნის საშუალება იყო.

„მიზანი არჩევნები არ იყო, მიზანი იყო სიტუაციის არევა. არა არჩევნების ჩატარება, არამედ ისეთ არჩევნებამდე მისვლა, როცა სხვა ალტერნატივა არ დარჩებოდა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. ეს არის მთელი იდეა რევოლუციური მცდელობისა. ამიტომ, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა იყო მხოლოდ არეულობის ინსტრუმენტი და არა მიზანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.