ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნება“ ემზადება იმისათვის, რომ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

ირაკლი ჩიქოვანი: „ქართული ოცნება“ ემზადება იმისათვის, რომ კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

„ქართული ოცნება“ ემზადება იმისათვის, რომ კვლავაც დამაჯერებლად გაიმარჯვოს შემდგომი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად დღეს პარტიულ აქტივს შეხვდა.

„შეხვედრაზე განვიხილეთ მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები. პარტია აქტიურად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, უკვე მიმდინარეობს გარკვეული დეტალების შეთანხმება. „ქართული ოცნება“ ემზადება იმისათვის, რომ კვლავაც დამაჯერებლად გაიმარჯვოს შემდგომი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. განწყობა არის ძალიან პოზიტიური და დადებითი. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევებიც და ამ გამოწვევებთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ რწმუნებულება ჩვენი ლიდერებისგან, რომ გვექნება მზადყოფნა, ასევე რეგიონში ვახორციელებთ ძალიან ბევრ პროექტს, რომელიც გაგრძელდება და გამრავალფეროვნდება“, - წერს ირაკლი ჩიქოვანი.