საქართველო დამოუკიდებელი ენერგეტიკული სახელმწიფო ვერ გახდება, თუ არ გვექნება ასეთი სახის პროექტები, - ასე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკი თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.
„სამწუხაროა, რომ მოსმენა არ არის ერთმანეთის. მთელი მსოფლიოს გამოჩენილი, მოწინავე ექსპერტები, ვისაც ეს ეხება, ევროპის ენერგეტიკული საბჭოს წარმომადგენლები, ჩაერთნენ პროცესში. უნდა შეფასდეს და გაანალიზდეს საქართველოს ინტერესები: ეკოლოგიით დაწყებული, ეკონომიკითა და პოლიტიკით დამთავრებული. რა საკვირველია, გამოხატვის უფლება ყველას აქვს და უნდა ჰქონდეს. რა საკვირველია, გაცილებით უფრო მეტ ურთიერთმოსმენას საჭიროებს ხალხი და სანამ და ეს საპროტესტო ტალღა სანამ აგორდება, ყველა მხარე უნდა დაუფიქრდეს რასთან გვაქვს საქმე, რამხელა საფრთხეები ემუქრება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
თბილისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
თქვენით თუ არ დაინტერესებულხართ, ეგერ, ბ-ნმა ამირან სალუქვაძემ ახლახან კიდევ ერთხელ შეგახსენათ ნაც-ქოც დემაგოგებს (ყველა შემთხვევაში რომ "საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას" წამოავლებთ ხელს, მაშველი რგოლივით), რა დამოუკიდებლებიცა ვართ:
"ნაციონალური მოძრაობის მიერ რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტების სია:
,,1. ენგურჰესი-რუსული კომპანია"რაოესი";
ჟინვალჰესი - რუსული კომპანია"რაოესი";
რიონჰესი - რუსული კომპანია "ენერჯი ინვესტი";
გუმათი 1- რუსული კომპანია "ენერგო პრო";
გუმათი 2 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
ლაჯანურჰესი - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
შაორჰესი - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
ვარციხე1 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
ვარციხე 2 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
ვარციხე 3 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
11.ვარციხე 4 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
ხრამი 1 - რუსული კომპანია "რაოესი";
ხრამი 2 - რუსული კომპანია "რაოესი";
ხრამი 3 - რუსული კომპანია "რაოესი";
ხრამი 4 - რუსული კომპანია "რაოესი";
ხრამი 5 - რუსული კომპანია "რაოესი";
ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია "გაზპრომი";
გაზ.კომპანია "იტერა" - რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანია;
შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა "ალექსი" - რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანია;
გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია "ინტერ რაო";
გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია "ინტერ რაო";
მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია "ინტერ რაო";
"მადნეული" - რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
"კვარციტი"- რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან "რუსეთის რკინიგზა";
კომპანია "ბილაინი" - რუსული კომპანია;
"აზოტი" - რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
"გაერთიანებული ქართული ბანკი"-რუსული კომპანია "ვითიბი;
"ლუკოილ ჯორჯია"-რუსული კომპანია "ლუკოილი";
ზესტაფონის "ფერო"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
ელმავალთმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია "დემა კომპიუტერი";
არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო - რუსული კომპანია "ბატუსი";
თბილისის წყალი - რუსული კომპანია"ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი"“
*
ამ რეალობის პატრონი რომ აპელირებთ "საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობით", არ გეუხერხულებათ მაინც?!