შალვა პაპუაშვილი: მალე რამდენიმე პირობითი საარჩევნო უბანი გაკეთდება, სადაც რამდენიმე პირობითი ამომრჩეველი იქნება და სისტემის დატესტვას შევძლებთ

შალვა პაპუაშვილი: მალე რამდენიმე პირობითი საარჩევნო უბანი გაკეთდება, სადაც რამდენიმე პირობითი ამომრჩეველი იქნება და სისტემის დატესტვას შევძლებთ

მალე რამდენიმე პირობითი, საარჩევნო უბანი გაკეთდება, სადაც რამდენიმე პირობითი ამომრჩეველი იქნება. შევძლებთ სისტემის დატესტვას და აქედან გამომდინარე ვნახავთ, რა დრო სჭირდება ხმის მიცემას, სად არის პრობლემები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

არჩევნებზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ცესკოში გამართული შეხვედრაზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელმა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა საქმიანი იყო.

„ქალბატონი თამარ ჟვანია მასპინძლობდა ამ შეხვედრას. ახლა მთავარია მალე მოხდეს დატესტვა, ასე ვთქვათ, არჩევნების სიმულაციის. რეალურ პირობებში როგორ მუშაობს ესა თუ ის ტექნოლოგია. საბოლოო ჯამში, შემდეგ პროცედურები გაიწერება. მალე რამდენიმე პირობითი, საარჩევნო უბანი გაკეთდება, სადაც რამდენიმე პირობითი ამომრჩეველი იქნება. შევძლებთ სისტემის დატესტვას და აქედან გამომდინარე ვნახავთ, რა დრო სჭირდება, სად არის პრობლემები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.