„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები ქუთაისიდან დაიძრნენ და კოლონას სხვადასხვა რეგიონში შეუერთდებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ამბობენ, რომ ქართული მიწის გასხვისებას არ დაუშვებენ და თბილისში გამარჯვებამდე დარჩებიან.

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი.