კახა კუჭავამ განმარტა, თუ რატომ დატოვა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა

კახა კუჭავამ განმარტა, თუ რატომ დატოვა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა

არჩილ თალაკვაძემ გადაწყვიტა უფრო აქტიურად ყოფილიყო პოლიტიკაში, უფრო აქტიურად დაეფიქსირებინა თავის პოზიციები და ყოფილიყო მონაწილე დებატების, როგორც ეს მან გააკეთა შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებულ შეხვედრებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოში პოლიტიკური კულტურა უნდა შეიცვალოს. „საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, ვაჩვენოთ რომ შეგვიძლია ჯანსაღი კამათი. აუცილებელი კრიტიკა, რაც უნდა ისმოდეს პარლამენტში და რა თქმა უნდა მიღებული გადაწყვეტილებებიც. ის გუნდი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ამა თუ იმ პარტიის მხრიდან, ჰქონდეს უნარი, რომ მმართველ გუნდს არგუმენტირებულად ეკამათოს“, - განაცხადა კუჭავამ.

მისი თმით, პარლამენტის თავმჯდომარის ნეიტრალურობა სხდომებზე არის ტენდენცია ევროპულ ქვეყნებში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის რომელიმე პარტიის წევრი არაა, ან იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც არჩევნებში გაიმარჯვა. „მე ვრჩები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად, თუმცა რაც მე მევალება, არა მხოლოდ სხდომები, არამედ მთლიანად საპარლამენტო მუშაობა აუცილებელია, რომ იყოს დაბალანსებული. აუცილებელია არსებობდეს ნდობა ყველას მხრიდან შენს მიმართ, რომ ხარ დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღების დროს. კონკრეტულ კანონპროექტზე მე რა პოზიციას დავიჭერ, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია. ხოლო, ის თუ როგორ წავუძღვები პროცესს, რომ ყველამ თავისი უფლებამოსილება განახორციელოს სრულფასოვნად, ეს ნამდვილად იქნება ის გზა, რომელზეც არა მხოლოდ უნდა ვისაუბრო, არამედ საქმითაც უნდა დავამტკიცო. ყველასგან ნდობის მოპოვება ადვილი არ იქნება. ეს აქამდე არ ყოფილა, რადგან პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენდა აქამდე პარლამენტის თავმჯდომარე. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ არჩილ თალაკვაძ