ირაკლი კობახიძე:  შარლ მიშელმა უკვე განაცხადა, რომ კრიზისი დასრულებულია, ახლა სხვა პარტიები შევლენ თუ არა პარლამენტში, ეს მეორეხარისხოვანია

ირაკლი კობახიძე:  შარლ მიშელმა უკვე განაცხადა, რომ კრიზისი დასრულებულია, ახლა სხვა პარტიები შევლენ თუ არა პარლამენტში, ეს მეორეხარისხოვანია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია და ამ ფონზე სხვა პარტიები შევლენ თუ არა პარლამენტში, ეს მეორეხარისხოვანია.

„ნიკა მელიას კიევში ვიზიტი იყო იმის დემონსტრირება, თუ ვინ არის რეალური ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობაში“. ძალიან სუსტად ჩანდა მელია, მას პოლიტიკურ პროცესებში არ აქვს დადებითი ტენდენცია. გამოჩნდა, ვინ არის რეალური ლიდერი იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც წარიმართება რადიკალური ოპოზიციის მხარეს. ეს პირველ რიგში ოპოზიციის ამ ნაწილს არ წაადგება. რაც მთავარია, შარლ მიშელმა უკვე განაცხადა, რომ კრიზისი დასრულებულია. ახლა სხვა პარტიები შევლენ თუ არა პარლამენტში, ეს მეორეხარისხოვანია, საბოტაჟი და ე.წ. პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია. ეს არის მთავარი. „ნაციონალური მოძრაობა“ შევა თუ რა პარლამენტში, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.