კახა კუჭავა: ევროკავშირში აქვთ მოლოდინი, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც მოაწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში

კახა კუჭავა: ევროკავშირში აქვთ მოლოდინი, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც მოაწერენ ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში

ევროკავშირში აღნიშნავენ, რომ მმართველმა გუნდმა მაგალითი მისცა და წაახალისა სხვა პარტიები, როცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ევროკავშირში ბოლომდე მიესალმებიან და სურთ წაახალისონ ყველა ის პარტია, რომელიც ასევე მიუერთდა და გამოიჩინა პოლიტიკური სიმწიფე, რომ არა მხოლოდ შარლ მიშელის დოკუმენტს მიერთებოდა, არამედ შეესრულებინა ყველა ის ვალდებულება. კერძოდ შემოსულიყო პარლამენტში და დაეწყო მუშაობა“, - განაცხადა კუჭავამ.

ამასთან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირში არის მოლოდინი, რომ ამას გაიზიარებენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც, ხელს შარლ მიშელის დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში. „ევროპელებს სურთ ნახოთ საპარლამენტო რესპუბლიკაში მოქმედი პარლამენტი დებატებით და არგუმენტირებული კამათით. დიდი იმედია, რომ ჩამოყალიბდება პარლამენტი, რომელიც რეფორმებზე და იმ პოლიტიკურ დოკუმენტების მიღებაზე იქნება პასუხისმგებელი, რომელიც აუცილებელია ჩვენთვის, რომ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ“, - აღნიშნა კუჭავამ.