კახა კალაძე „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

კახა კალაძე „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს.

„ეს ტყუილია. პარტიას ჰყავს თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით და მინდა ირაკლის წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მას აქვს ძალიან სერიოზული გეგმები, რომ გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში არსებობს პანდემიის სახით, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, ყველაფერი იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა კალაძემ.