კახა კალაძე: ჯერ ადრეა თბილისის მერობის კანდიდატობაზე საუბარი - ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ

კახა კალაძე: ჯერ ადრეა თბილისის მერობის კანდიდატობაზე საუბარი - ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და ამის შესახებ მოგვიანებით ისაუბრებენ.

„ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, არა მხოლოდ დედაქალაქის მერობის კანდიდატზე, არამედ ყველა სხვა კანდიდატთან დაკავშირებით, იქნება ეს საკრებულოს სავარაუდო წევრები თუ მერობის კანდიდატები, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - განაცხადა კალაძემ.