კითხვაზე, „იყო თუ არა ნიკა მელია პოლიტპატიმარი?“ კარლ ჰარცელი პასუხობს, რომ ევროპული გირაო იყო შეთავაზება პროცესის ხელის შეწყობის მიზნით.
„აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ, გირაოსთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ევროპული ორგანიზაციის მიერ შეტანილი გირაო იყო შეთავაზება მოლაპარაკების პროცესში იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოთ მხარეების დაახლოებას და ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა კარგი გადაწყვეტილება და ასეც აღმოჩნდა“,- განაცხადა ჰარცელმა.
ევროკავშირის გირაოს შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 10 მაისს დატოვა. ამის შემდეგ, 16 მაისს, ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს რამდენიმე წევრთან ერთად, კიევში გაემგზავრა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.