სალათა ხორცითა და ბოსტნეულით

სალათა ხორცითა და ბოსტნეულით

ინგრედიენტები

300   გრამი ძროხის ხორცი

50   გრამი კიბორჩხალას ჩხირები

300   გრამი კარტოფილი

100   გრამი კიტრი

100   გრამი მწვანე სალათა

3   ცალი კვერცხი

20   გრამი ცხარე კეტჩუპი

150   გრამი მაიონეზი

პილიპილი, მარილი გემოვნებით

მომზადება

ხორცი მოვხარშოთ მარილიან წყალში. შემდეგ ამოვიღოთ, შევწვათ ტაფაზე და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.

კიბორჩხალას ჩხირები დავჭრათ პატარა ნაჭრებად – კიტრი კუბიკებად. მწვანე სალათა დავკეპოთ.

კვერცხი მოვხარშოთ და წვრილად დავჭრათ. კარტოფილი მოვხარშოთ, გავაცალოთ კანი და დავჭრათ კუბიკებად. პროდუქტები ერთმანეთს შევურიოთ, დავუმატოთ მარილი, პილპილი, დავასხათ მაიონეზი, კეტჩუპი, ავურიოთ და მოვრთოთ სალათის ფოთლებით. გემრიელად მიირთვით!