ევროკავშირი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება

ევროკავშირი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც ღაზაში და მის ირგვლივ ძალადობას დაასრულებს, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

„ღაზის სექტორში სიტუაცია დიდი ხანია არამდგრადია. მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა მოიტანს მდგრად მშვიდობას და სამუდამოდ დაასრულებს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტს. ევროკავშირი მზად არის სრულად დაუჭიროს მხარი ისრაელისა და პალესტინის ხელისუფლებას ამ ძალისხმევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.