სალათი შუბა

სალათი შუბა

ინგრედიენტები

საჭიროებისამებრ მოხარშული კარტოფილი

საჭიროებისამებრ მოხარშული ჭარხალი

საჭიროებისამებრ მოხარშული კვერცხი

საჭიროებისამებრ ცოცხალი სტაფილო

საჭიროებისამებრ სალათის ფურცლები

საჭიროებისამებრ მაიონეზი

საჭიროებისამებრ მწვანე ხახვი

საჭიროებისამებრ კამა

საჭიროებისამებრ უცხო სუნელი

საჭიროებისამებრ ქინძის სუნელი

გემოვნებით მარილი

გემოვნებით პილპილი

მომზადება

მოზრდილ ლანგარზე დავალაგოთ სალათის ფურცლები. ზემოდან კი მოვაყაროთ მსხვილ სახეხზე გახეხილი კატოფილი. ვუქნათ ცოტა მარილი და ზემოდან მოვაყაროთ ასევე მსხვილ სახეხზე გახეხილი კვერცხი, სტაფილო, ჭარხალი (ფენა-ფენა დავალაგოთ ერთმანეთზე).

ცალკე მაიონეზში ავურიოთ უცხო სუნელი, ქინძის სუნელი, მარილი და პილპილი, შემდეგ კი ეს მასა მოვასხათ სალათს.

ზემოდან მოვაჭრათ კამა და მწვანე ხახვი, ვუქნათ ცოტაოდენი პილპილი. გემრიელი სალათი შუბა მზად არის!