ბრინჯი კრევეტებით

ბრინჯი კრევეტებით

ინგრედიენტები

1   ს/კ მცენარეული ზეთი

2   კბილი დაკეპილი ნიორი

2   ცალი დაჭრილი სტაფილო

1   ცალი მწვანე ბულგარული

450   გრამი გარჩეული კრევეტები

3   ჭიქა მოხარშული ბრინჯი

1   ჭიქა ბარდა

2   ს/კ სოიოს სოუსი

2   ჩ/კ სეზამის ზეთი

1   ცალი ათქვეფილი კვერცხი

2   ს/კ დაჭრილი მწვანე ხახვი

მომზადება

საშუალო ტემპერატურაზე საშუალო ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. დაუმატეთ ნიორი და ურიეთ ერთი წუთით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ბულგარული წიწაკა. თუშეთ 3 წუთით. შემდეგ დაუმატეთ გარჩეული კერევეტები და წვით 4 წუთით, დროდადრო მოურიეთ.

შეურიეთ ბრინჯი და ბარდა. შეაზავეთ სოიოს სოუსითა და სეზამის ზეთით. თუშეთ კიდევ 2 წუთით.

ბრინჯის ნაზავი ტაფის ერთ მხარეს კოვზით გაწიეთ და მეორე მხარეს დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი. კვერცხს შეწვამდე მუდმივად ურიეთ და შემდეგ შეურიეთ ბრინჯის ნაზავს. მორთეთ დაჭრილი მწვანე ხახვით და გემრიელად მიირთვით.