ასლან აბაშიძემ ყველაფერი იცის!

ასლან აბაშიძემ ყველაფერი იცის!

კვირას, ბათუმში თამაზ ხარაზის საკმაოდ გახმაურებული, ინტერვიუსადმი მიძღვნილი სახალხო კრება გაიმართა.

„თურქეთში გულზე ოპერაციის გაკეთება შემთხვევითი არ არის. მე შვეიცარიაში ან გერმანიაში ვაპირებდი.

ეს ფაქტი, მხოლოდ, სამმა კაცმა იცოდა. მათგან ერთ-ერთი თბილისში რომელიღაც ფუნქციონერს მოელაპარაკა და ჩემი გერმანიაში გასაგზავნად დამუშავებაც დაიწყეს.  თუმცა, იმდენი კითხვის ნიშანი აღმოჩნდა, გერმანიაში ოპერაციის გაკეთება არაფრით შეიძლებოდა. ამიტომ ყველას რომ ეგონა, გერმანიაში მივდიოდი, ოპერაცია თურქეთში გავიკეთე“, - აღნიშნა კრებაზე ასლან აბაშიძემ.

„საზღვარგარეთ ოპერაციისთვის წასვლის შემდეგ, იფიქრეს, ცოცხალი ვერ დაბრუნდებაო და კაბინეტი ჩამოაყალიბეს: მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, შინაგან საქმეთა მინიოსტრი და ა. შ. დანიშნეს“, - განაცხადა ასლან აბაშიძემ სახალხო კრებაზე და იქვე დასძინა: „ჩვენ ამ საიდუმლო სერობის ყველა მონაწილე ვიცით. საუბედუროდ (იმათ საუბედუროდაც, ვინც სიაშია), საიდუმლო სიაც თვითონ შეადგინეს.

ისინი ჩვენს გუნდში აღარ იქნებიან და ჩვენს გვერდით ვეღარ იმუშავებენ. ვისიმე ნებით დემოკრატიული პრინციპებით არჩეული ხელისუფლების შეცვლასაც არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ!“