შოკოლადის ქაფქეიქები

შოკოლადის ქაფქეიქები

ინგრედიენტები

1 1/3  ჭიქა ფქვილი

1/4  ჩ/კ სოდა

2   ჩ/კ საცხობი ფხვნილი

3/4  ჭიქა დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი

1/8  ჩ/კ მარილი

45   გრამი დარბილებული კარაქი

1 1/2  ჭიქა შაქარი

2   ცალი კვერცხი

3/4  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

1   ჭიქა რძე

მომზადება

გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე. ჩააფინეთ მაფინების ჭიქებში ქაღალდის ფორმები. საშუალო ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, სოდა, საცხობი ფხვნილი, კაკაო და მარილი.

დიდი ზომის თასში გათქვიფეთ კარაქი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე (დაგჭირდებათ დაახლოებით 3 წუთი). ჩაუმატეთ ჯერ ერთი კვერცხი, გათქვიფეთ და შემდეგ მეორე კვერცხი და ისევ გათქვიფეთ. ჩაუმატეთ და შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი. ბოლოს, საუკეთესო შედეგის მისაღებად, მონაცვლეობით ჩაუმატეთ და თითოეულ ეტაპზე კარგად გათქვიფეთ: ფქვილის მშრალი მასის 1/3, რძის 1/2, ფქვილის 1/3, რძის დარჩენილი 1/2 და ფქვილის ბოლო 1/3 ნაწილი. მიღებული ცომით შეავსეთ მაფინების ფორმები 2/3-ით.

აცხვეთ 15-17 წუთის განმავლობაში. გემოვნებისამებრ გააფორმეთ და გემრიელად მიირთვით!