ინგრედიენტები
4 ცალი კალმახის ფილე
მარილი და პილპილი გემოვნებით
6 ს/კ სიმინდის ფქვილი
1/4 ჭიქა ფქვილი
1 ს/კ დაჭრილი ოხრახუში
1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი
1 ს/კ კარაქი
ლიმონის ნაჭრები მისართმევად
მომზადება
თევზის ფილე მარილითა და პილპილით შეაზავეთ. დაბალ თასში აურიეთ სიმინდის ფქვილი, ფქვილი, დაჭრილი ოხრახუში და 1 ჩ/კ მარილი. კალმახის ფილეები მიღებულ ნაზავში კარგად ამოავლეთ.
ტაფაზე 2 ს/კ ზეთი გააცხელეთ და მოათავსეთ 1 ან 2 ფილე (კანის მხარე ზემოთ). 1 წუთის შემდეგ დაუმატეთ 2 ჩ/კ კარაქი. თევზი დაახლოებით 1–2 წუთის შემდეგ გადმოაბრუნეთ. წვით კანის მხარეს 1–2 წუთით. დარჩენილი ფილეებიც ამგვარად შეწვით. მიირთვით თბილი – ლიმონის ნაჭრებთან ერთად.