შემწვარი კვერცხი ბულგარულის რგოლებში

შემწვარი კვერცხი ბულგარულის რგოლებში

ინგრედიენტები

1   ს/კ ზეითუნის ზეთი

3   ცალი ბულგარულის რგოლი

3   ცალი კვერცხი

1/4  ჩ/კ მარილი

1/4  ჩ/კ შავი პილპილი

მომზადება

საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით ზეთი.

ბულგარული წიწაკის 3 ცალი რგოლი ტაფაზე მოათავსეთ და თითოეულ მხარეს 1 წუთით თუშეთ.

კვერცხი პირდაპირ რგოლებში გატეხეთ. დაუწიეთ გაზქურას და წვით დაბალ ტემპერატურაზე 5–10 წუთით ცილის გამყარებამდე.

შეაზავეთ მარილითა და პილპილით. გემრიელად მიირთვით.