ქართველებს იტალიელი და ბერძენი სასიძოები მოსწონთ, მეორე ადგილზე კი რუსები და ამერიკელები არიან.
ქართველთა 39% თანახმაა, ქართველი ქალი ოკეანეს გაღმა ან რუსეთში გათხოვდეს, ხოლო მესამე ადგილზე, 37%-ით გერმანელი სასიძოები არიან.
კავკასიის სოციოლოგიური კვლევის ცენტრმა კავკასიის სამივე ქვეყანაში სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა. შეკითხვა ასეთი იყო - "თქვენი ეროვნების ქალი, რომელი ეროვნების მამაკაცზე გირჩევნიათ გათხოვდეს".
ქართველების 36%-ს აფხაზ ან ოს მამაკაცთან ქორწინების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. აზერბაიჯანელთა 49% მხარს უჭერს თურქებზე ქორწინებას, გერმანელებზე - 9%, ქართველზე, შვედსა და რუსზე ქორწინებას კი მხარს მხოლოდ 8% უჭერს.
არც ერთ გამოკითხულ აზერბაიჯანელს არ გაუმართლებია ქორწინება სომეხი ეროვნების მამაკაცთან. სომხებისთვის კი სასურველი სასიძო რუსი უნდა იყოს. გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს, თუ სომეხი ქალი ცოლად რუს მამაკაცს გაჰყვება. 39%-ს ამერიკელი სასიძო უნდა, ბერძენი და იტალიელი კი - 38%-ს.
სომეხთა 92% აზერბაიჯანელთან ქორწინების წინააღმდეგია, 91% კი - თურქებთან.