მარწყვის მოჰიტო

მარწყვის მოჰიტო

ინგრედიენტები

შაქარი, ჭიქის კიდეებზე მოსასმელად

2   ცალი მეოთხედებად დაჭრილი ლაიმი

1/2  კონა პიტნის ფოთლები

7   ცალი მეოთხედებად დაჭრილი მარწყვი

1   ჭიქა შაქარი

1   ჭიქა თეთრი რომი

2   ჭიქა გაზიანი წყალი

8   ჭიქა ყინულის კუბები

პიტნა გასაფორმებლად

მომზადება

მოაყარეთ შაქარი 0.5 –1 სმ რადიუსზე პატარა, ფრიალა თეფშზე. მოუსვით ლაიმის ერთი ნაჭერი კოქტეილის ჭიქის კიდეებზე, შემდეგ ჩაყავით კიდეები შაქარში და გადადგით.

ლაიმის დარჩენილი მეოთხედები ჩაწურეთ გამძლე მინის ჭურჭელში. შეურიეთ გაწურულ ლაიმს, პიტნა, მარწყვი და 1 ჭიქა შაქარი. ხილი კარგად დასრისეთ, რათა მარწყვიდან წვენი, ხოლო პიტნის ფოთლებიდან – საკმარისი ზეთი გამოვიდეს. შეურიეთ რომი და გაზიანი წყალი. ურიეთ შაქრის გახსნამდე. მიღებული მასა შაქრიან ჭიქაში ჩაასხით და მოაყარეთ ყინულის კუბიკები. გააფორმეთ პიტნით.