20 ივნისის აქციაზე დაზარალებულები ამნისტიის კანონპროექტებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პრინციპულად არ ეთანხმებიან, როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტებს.
20 ივნისს დაზარალებულთა ჯგუფი მოუწოდებენ მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ დაუშვან 20 ივნისის დარბევის ორგანიზატორთა და განმახორციელებელთა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება და არ მოუსპონ დაზარალებულებს შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება.
„ჩვენ, 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებული მშვიდობიანი დემონსტრანტები პრინციპულად არ ვეთანხმებით და ვგმობთ როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტებს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩვენთვის მოსალოდნელი იყო და ამას ვპროგნოზირებდით კიდევაც, რომ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების ხელმოწერის შემდგომ, რომლის პირველი პუნქტი გულისხმობდა “19-21 ივნისის ყველა დარღვევაზე და დაკავებაზე ამნისტიას" "ქართული ოცნება" გამოიყენებდა შანსს და შეეცდებოდა ამნისტიის კანონპროექტით სამართლებრივი-პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოხსნას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის სადამსჯელო ოპერაციაზე, რომლის ფარგლებში ჩვენ მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა გარდა უფლებრივი დარღვევებისა, მივიღეთ მძიმე ფიზიკური ზიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გასაკვირი არ იყო „ოცნების“ მიერ კანონპროექტის ამ ტექსტით მიღება, რომელიც ამნისტიას ახებს 20 ივნისის ყველა ჯალათსა და უკანონო ბრძანების გამცემ საჯარო მოხელეებს.
რაც შეეხება ოპოზიციის კანონპროექტს შეიძლება ითქვას, რომ ეს ინიციატივა მათი მხრიდან არის მორალური სახის შენარჩუნების ფუჭი პოლიტიკური მცდელობა, რომელიც ვერც სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს.
კერძოდ:
1) მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯარო ბოდიშიც კი მოიხადეს დაზარალებულების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე ამნისტიის საკითხზე შეთანხმების გამო, კანონპროექტის მომზადების პროცესშიც კი არ ჩართეს დაზარალებულები, რაც კიდევ ერთი არაეთიკური და პრაგმატულად გაუმართლებელი ქმედებაა მათი მხრიდან. ამ ქმედებით მათ გააგრძელეს ჩვენი შელახული უფლებების ბედის კულისებში გადაწყვეტა ჩვენგან ყოველგვარი კოორდინაციისა და შეთანხმების გარეშე. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამნისტიის დოკუმენტი სტანდარტულად გულისხმობს დაზარალებული მხარის თანხმობის საჭიროებას, ხოლო 20 ივნისს დანაშაულის მსხვერპლს და მონაწილე მხარეს სწორედ მშვიდობიანი დემონსტრანტები წარმოვადგენთ და არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
2) ამ კანონპროექტით ცალსახად ხდება სამი სამართალდამცავის ამნისტია, რომელთაგან ერთ-ერთი პროკურატურის ვერსიით ბრალდებული იყო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, კერძოდ, მოქალაქეებისთვის დამიზნებით სროლის ფაქტზე. ჯალათი პოლიციელის ხელაღებით ამნისტია, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს სხვა მძიმე დაზიანებების (მხედველობის დაკარგვა და ა.შ.) ამსრულებელი კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.
3) კანონპროექტი ამტკიცებს, რომ პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებიან ბრძანების გამცემი პოლიტიკური თანამდებობის პირები, თუმცა სრულიად ცხადი და დასაბუთებული ეჭვი არსებობს, რომ რეალური პასუხისმგებლობა იმ პირებსაც მიემართება, რომლებიც არ იკავებდნენ პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდნენ (ბიძინა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე).
4) მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაშავებულ მშვიდობიან დემონსტრანტთა უმრავლესობას დღემდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი და შესაბამისად არც ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიები გააჩნიათ. აღნიშნული რედაქციით ამნისტიის მიღება ფაქტიურად გამოიწვევს პროკურატურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტას, რაც შეუძლებელს გახდის მოცემულ საქმეებზე პირთა დაზარალებულად ცნობასა და მტკიცებულებებზე წვდომას, რაც თავის მხრივ უნდა გამხდარიყო საფუძველი დავების როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებში.
20 ივნისს დაზარალებულთა ჯგუფი მოვუწოდებთ მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ დაუშვან 20 ივნისის დარბევის ორგანიზატორთა და განმახორციელებელთა როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება და არ მოუსპონ დაზარალებულებს შელახული უფლებებისთვის სამართლებრივი ბრძოლისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის სახელმწიფო გარანტიების მიღების უფლება”, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: მაკო გომური, გიორგი სულაშვილი, კობა ლეთოდიანი, ირაკლი ხვადაგიანი, ირაკლი ფავლენიშვილი, ვახტანგ ბერიკაშვილი, გელა ჭიღლაძე, ზაზა მღებრიშვილი, გიორგი ბულესკირია, ლუკა პეტრიაშვილი, დავით ხვადაგიანი.
მიშას დროს დაჩი ცაგურიას, ამ დეგენერატ ჩხარტიშვილს -(ეხლა რომ ნათელაშვილის ფანჩატურში ზის ხოლმე) და მესამე იყო კიდევ, დამავიწყდა იმ ბიჭის გვარი................პარლამენტის წინ ფანტანთან, (დაჟე უფრო აქეთ გზისკენ)) ასე თქვათ მხოლოდ ტრანსპარანტის გაშლის გამო, ნაცებმა სუ თავპირი დაამტვრიეს (ვიმეორებ სამი კაცი, მხოლოდ ტრანსპარატი გაშალეს) ........ ისინი მერე ეგრე ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს და ერთი კვირა იქ აყუყრყუტეს
ხოოოდა თუ იმათგან ტრანსპარანტის გაშლაც კი არ შეიძლებოდა. ამათგან პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა დემოკრატია იყოოოო ??
გამოვიდა მაშინ კუბლაშვილი (მიშასთვის კანონებს რომ აცხობდა და აცხობდა) და თათარიახლად ახალ გამომცხვარი კანონი გვამცნო....(დააახლოებით შინააარსი ასეთი იყო).......სახელწიფო ადმინისტარაციულ შენობებთან 25 მეტრზე ახლოს მისვლა, სასტიკად აკრძალულია და დასჯადიაო.....
თან მინაშვილი კვერს უკრავდა---- მაგათ ადმინსტრაციული კანონი დააარღვიესო...
სხვათაშორის მერე ეგ ბიჭები პოლიციის ქალაქის სამმართველოში რო ყავდათ გამოკეტილები დიღომში, თან რომ სცემდნენ,.... სწორედ მაშინ იყო (6 მაისს) გრეჩიხამ რუსთაველიდან ხალხი რომ იქით წაგვიყვანა, სწორედ მაშინ იყო იმ ეგრეთ წოდებული (25 მეტრი)კანონის საფუძველზე, ღობეზე გადაძრომისთვის გრეჩიხა რომ კინაღამ მიასიკვდილეს და ხალხს კიდევ ტყვიებით თვალები რო დასთხარეს...
.ყველას გვახსოვს ეს ამბები,
........................... მაგრამ რატო ეს დებილი ოცნების ხალხი მაშინდელ იმ ამბებს, ნაცებს ან ამ ე.წ მეგობრებს არ გააახსენებენ??და რამდენი მაგეთი??
მიტინგებიდან მიმავალ ხალხს, კოლმეურნეობის მოედანზე რომ იტაცებდნენ და მერე გომბორის ტყეში ყრიდნენ??
ან თვითონ ზურაბიშვილი არ იყოოო..... თვითონ მაგას დილის 6 საათზე კოდუა რომ ნაგვის მანქანებით და დამლაგებლებით დაერიაააა??
ან 2010 წლის 26 მაისს ორხევიდან ქვების სროლით პარავოზით რომ გამოგვეკიდნენ??(პარდონ ელმავალითი--ისე კი ერთი ჩორტია )
და კიდე რომელ ერთი მოვყვე??
ან 2011 წლის 26 მაისი ამ დეგენერატი ბურჯანაძის მიტინგი???
და ამ ამბებს გააახსენებენ კი არა, ყველა ჩათლახს სუ პირში უნდა სჩრიდნენ და თხრიდენ . მაგრამ ვინ იზამს ამას??
იმ ნაფრონტალი ხალხიდან, ვისაც ეგ ამბები გადახდათ, ვისაც იმ ყველაფერზე გული შესტკივა, ოცნებაში აღარ არიან და აბა ვინ რაღას იტყვის??
ეს კომსომოლები კიდევ რამეს იტყვიაააან? კიტრზე არა ჰკიდიააათ ჩემნაირების მაშინდელი ცემააა??
ხოოდა ამ ე.წ. ახალ ადმინისტრაციულ კანონში ჯარიმა არ შეიძლება და ნაცების მაშინდელი ტაშფანდური რატო შეიძლებოდა?
რატო ეს ნაძირალები მაშინ ხმას არ იღებდნენ ......რაა მაშინ დემოკრატიააა ჩუხჩუხებდააააა
და ეხლა ირღვევაააა?
უუხ ................ თქვენი დემოკრატია ქუნემ თანაც ამერიკულად
არადა მე სუ ფანჯარაში ვიყურები....... მაგრამ არა რააა, .... არა