დეპუტატები „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ იცრებიან

დეპუტატები „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ იცრებიან

დეპუტატები ‘სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ იცრებიან. იმუნიზაციის პროცესი აკადემიკოს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში პარლამენტის წევრების ვაქცინაციის პროცესს გაეცნობა.

პირველ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობის 20-მდე დეპუტატი აიცრება. სამომავლოდ კი პარლამენტის დანარჩენი წევრები აიცრებიან.