ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში „ინდური შტამი“ არ დაფიქსირებულა

ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში „ინდური შტამი“ არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში ე.წ. ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევა მიმდინარეობდა, თუმცა ასეთი შტამი არ დადასტურდა.

„საქართველოში ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჩვენთან ზედამხედველობა არის ყველა ისეთ შემთხვევაზე, სადაც შესაძლოა, ნავარაუდები იყოს ახალი შტამის გამოჩენა, კვლევაში ასეთი შემთხვევა გვქონდა და ვადასტურებთ, რომ არ იყო ეს შტამი“, -განაცხადა ზახაშვილმა.