ბადრი ჯაფარიძე:  უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი და ჩავრთოთ დასავლელი პარტნიორები, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს შეთანხმების სულისკვეთებას

ბადრი ჯაფარიძე:  უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი და ჩავრთოთ დასავლელი პარტნიორები, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს შეთანხმების სულისკვეთებას

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი შეთანხმების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

როგორც ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, სახელისუფლებო გუნდის მეირ ინიცირებული კანონპროექტის მანკიერ მხარეს სააშკარაოზე გამოიტანენ.

„ქართული ოცნების“ მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება შეთანხმების სულისკვეთებას. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი არ გვქონდა, რომ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი იქნებოდა ადეკვატური, იმ შეთანხმების რომელსაც ჩვენ შევუერთდით. ამ შემთხვევაში ჩვენი საპასუხო მოქმედებები იქნება მხილება ამ კანონპროექტის, მისი მანკიერი მხარის სააშკარაოზე გამოტანა. ბევრია ასეთი მანკიერი ელემენტი. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელებიც შევედით პარლამენტში, დავარეგისტრირეთ ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც არის სრულ შესატყვისობაში იმ შეთანხმებასთან, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მოდერაციით. ამიტომ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები იქნება ამისკენ მიმართული, რომ გამოვააშკარაოთ ის უარყოფითი მხარეები კანონპროექტის, რომელიც „ქართულმა ოცნება“ დაარეგისტრირა. საზოგადოებას მივაწოდოთ სრული ინფორმაცია შეთანხმების სულისკვეთებასთან დაკავშირებით. ასევე, დასავლელ პარტნიორებს ვთხოვოთ, გამოიყენონ ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ კანონპროექტი ამნისტიის შესახებ შეესატყვისებოდეს იმ ზეპირ შეთანხმებას და სულისკვეთებას, რომლიც საფუძველშია ამ ჩვენი შეთანხმების, რომელსაც ჰქვია შარლ მიშელის დოკუმენტი. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია როგორც ოპოზიციამ გადავდგათ და პლიუს ჩავრთოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს შეთანხმების სულისკვეთებას და კანონპროექტი ამნისტიის შესახებ სწორედ იყოს შესაბამისობაში იმასთან რაზეც მოვილაპარაკეთ. არსებობს ბევრი ძალა, მათ შორის „ქართულ ოცნებაშიც“, რომელსაც არ უნდოდა ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა. შეთანხმება შედგა. ის დაცული უნდა იყოს და მას არაფერი არ ემუქრება“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.