გიორგი ვაშაძე: გპირდებით, ამნისტიის კანონი იქნება ისეთი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ვერ შეეწინააღმდეგება

გიორგი ვაშაძე: გპირდებით, ამნისტიის კანონი იქნება ისეთი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ვერ შეეწინააღმდეგება

ერთი რამის პირობას გაძლევთ, ნიკა მელია თავისუფალი იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ამნისტიის კანონი იქნება ისეთი, რომ ვერ შეეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, ამიტომ ამ აბსურდულ ჩანაწერებზე, რომელსაც ახლა სპეციალურად აგდებენ იმისთვის, რომ 12 მაისამდე, სანამ დასვენებას მორჩებიან, ჩვენ მარტო ამაზე ვისაუბროთ, პასუხი უნდა გავცეთ ასეთი: დამერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდრე პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტების განხილვა დაიწყება, ოპოზიციისთვის სადავოა მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი დოკუმენტი. კერძოდ, პირველი მუხლის პირველივე პუნქტი, რომელიც ბრალდებულს შესაძლებლობას აძლევს უარი თქვას ამნისტიაზე.

რას გულისხმობს ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი. დეტალურად ნახეთ ამ ბმულზე.

პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული - ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.