ინგრედიენტები
4 ნაჭერი თეთრი პური
2 ნაჭერი ყველი ჩედარი
3 ს/კ კარაქი
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ტაფა საშუალო ტემპერატურაზე.
პურის ნაჭერს ერთ მხარეზე წაუსვით კარაქი. პური კარაქიანი მხრით ტაფაზე მოათავსეთ და ზედ დაადეთ 1 ნაჭერი ყველი.
პურის მეორე ნაჭერსაც ცალ მხარეზე წაუსვით კარაქი და დაადეთ სენდვიჩს – კარაქიანი მხრით ზემოთ. წვით შებრაწვამდე.
შემდეგ გადაატრიალეთ სენდვიჩი და გააგრძელეთ შეწვა მეორე მხარეს ყველის დადნობამდე.
გაიმეორეთ ეს ეტაპები დარჩენილი 2 ნაჭერი პურის, 1 ნაჭერი ყველისა და კარაქის შემთხვევაში. გემრიელად მიირთვით!