სენდვიჩი ბოლოკითა და კარაქით

სენდვიჩი ბოლოკითა და კარაქით

ინგრედიენტები

2   ჩ/კ უმარილო კარაქი

1/4  ჩ/კ ზღვის მარილი

2   ნაჭერი ბაგეტი

2   თავი ბოლოკი

დაფქული შავი წიწაკა

მომზადება

კარგად გარეცხეთ ბოლოკი და დაჭერით შვიდ-შვიდ რგოლად. მცირე ზომის თასში მოათავსეთ კარაქი და შეურიეთ მარილი. თქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ რბილ, ჰაეროვან მასას.

ბაგეტის (ფრანგული პური, გრძელი თეთრი ბატონი) ორ ნაჭერზე თანაბრად გადაანაწილეთ კარაქი და მოათავსეთ ბოლოკის რგოლები. ზემოდან მოაფრქვიეთ მწიკვი შავი წიწაკა.