ინგრედიენტები
1 კგ. მარწყვი
ნაყინის ჯოხები
მომზადება
თხლად დაჭერით 5–6 ცალი მარწყვი და შეინახეთ ფორმების მოსართავად.
დარჩენილი მწიფე, გარეცხილი და გარჩეული ახალი მარწყვი ნახევრებად ან მეოთხედებად დაჭერით და ბლენდერში პიურეს მიღებამდე თქვიფეთ.
მოათავსეთ დაჭრილი მარწყვი ნაყინის ფორმებში, ეცადეთ, რომ ნაჭრები მიეწებოს კიდეებს, რათა ნაყინი სასიამოვნოდ და ხალისიანად გამოიყურებოდეს.
ჩაასხით მარწყვის პიურე ნაყინის ფორმებში, დაფარეთ და მოათავსეთ მასში ჯოხები. თუ ფორმად პატარა ჭიქებს იყენებთ, შეგიძლიათ, დააფაროთ მას ფოლგა და ნარევში ჯოხი ფოლგის გავლით მოათავსოთ, რათა ჭიქაში უძრავად იყოს. ან გაყინეთ დაახლოებით ერთი საათით და ჯოხები შემდეგ ჩააწყვეთ.
ნაყინები საყინულეში დაახლოებით 3–4 საათით ან სრულად გაყინვამდე გააჩერეთ. მათ ადვილად ამოსაღებად ფორმის ძირი თბილ წყალში მოათავსეთ და გააჩერეთ დაახლოებით 10–20 წამით.