სააღდგომო შოკოლადის ფილა

სააღდგომო შოკოლადის ფილა

ინგრედიენტები

3   ცალი რძიანი შოკოლადის ფილა

2   შეკვრა პატარა შოკოლადის კვერცხები

1   ჩ/კ გამხმარი დაქუცმაცებული ჟოლო

მომზადება

შოკოლადის 200გ-იანი ფილები დიდ ცეცხლგამძლე თასში დატეხეთ. წყლით სავსე ქვაბი აადუღეთ და შოკოლადიანი თასი მასზე შემოდგით. წყალი არ უნდა ეხებოდეს თასის ძირს. ასე, ნელ-ნელა გაალღვეთ შოლოლადი და თან კოვზით ურიეთ.

ამასობაში, მსუბუქად მოუსვით ცხიმი 23X33 სმ ზომის საცხობ ლანგარზე დაფენილ პერგამენტს. 90გრამიან შეკვრებში მოთავსებული პატარა კვერცხების ¾ გადაიტანეთ ქაღალდის შეფუთვაში და გადაატარეთ საბრტყელებლი, რათა ცოტათი დატყდეს.

შოკოლადი გალღობის შემდეგ საცხობ ლანგარზე დაასხით და მთელ ზედაპირზე გაანაწილეთ. მოაყარეთ დატეხილი და მთელი პატარა კვერცხები, შემდეგ კი ჟოლო. დააცადეთ, სანამ გამყარდება. შემდეგ მოაცალეთ პერგამენტი და დატეხეთ. გემრიელი დესერტი მზადაა სასაჩუქრედ შესაფუთად.