ბერძნული სააღდგომო პური

ბერძნული სააღდგომო პური

ინგრედიენტები

3   ს/კ საფუარი

1   ჭიქა რძე

მწიკვი მარილი

1   ჩ/კ შაქარი

1/2  ჭიქა ხორბლის ფქვილი

2   ჭიქა შაქარი

1 1/2  კგ. ხორბლის ფქვილი

9   ცალი კვერცხი

1 1/2  ჭიქა რძე

1   შეკვრა ვანილის პუდრა

1/2  ჭიქა დაჭრილი ნუში

300   გრამი კარაქი

სეზამის თესლი

2   ს/კ რძე

მომზადება

თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაამატეთ ფქვილი, შაქარი და მარილი. მოზილეთ ცომი, გადააფარეთ პოლიეთილენის ცელოფანი და დატოვეთ მიღებული მასა სითბოში 30 წუთით.

ათქვიფეთ 8 ცალი კვერცხი შაქართან ერთად, დაამატეთ რძე, ვანილის პუდრა, ნუში, მდნარი კარაქი და ფქვილი. მოზილეთ 20 წუთის განმავლობაში, ვიდრე არ დაიწყებს ბუშტების გაკეთებას და არ მიიღებთ აბრეშუმისებრ ცომს. მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში, დააფარეთ ტილო და დატოვეთ სითბოში.

როდესაც ცომი მოცულობაში გაორმაგდება, ჩაზილეთ და ისევ დატოვეთ გასაფუებლად. შემდეგ გადაზილეთ ცომი და გაყავით 6 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული განიერ ზოლად და ორ-ორი ზოლისგან დაწანით სამი ნაწნავი. ყოველი ნაწნავი დაახვიეთ წრიულად და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე (ლანგარზე წინასწარ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ). სამივე ნაწნავი მოათავსეთ ისე, რომ მათი ბოლოები ცენტრში ერთდებოდეს. ღუმელში შედგმამდე დააფარეთ ჭურჭლის ტილო და გააჩერეთ 30-40 წუთით.

ზემოდან წაუსვით რძეში ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ სეზამის თესლი და შედგით 220°- მდე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთით. ამის შემდეგ ტემპერატურას დაუწიეთ 200°- მდე და კვლავ აცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში. სურვილისამებრ, ყოველი ფუნთუშის ცენტრში შეგიძლიათ, მოათავსოთ კვერცხი.