შალვა პაპუაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ ამნისტიაში ვერ იქნება ისეთი რამ​, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება

შალვა პაპუაშვილი: ყველა ვთანხმდებით, რომ ამნისტიაში ვერ იქნება ისეთი რამ​, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება

ვფიქრობ, ბევრ საკითხს ვათანხმებთ და ვნახოთ, იქნება თუ არა ეს ერთობლივი პროექტის საფუძველი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვთანხმდებით, მაგალითად, ერთ საკითხზე, რომელზეც გუშინაც და დღესაც ვსაუბრობდით, თავდაპირველად სპეკულაციურად აიწია, თითქოს შეიძლება, ისეთი რამ იყოს ამნისტიაში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს, მათ შორის მაგალითები დაზიანების, რომლებიც ზოგიერთ დაზარალებულს აქვს. ამაზე კიდევ ერთხელ ავუხსენით და ვთანხმდებით ყველა, რომ რა თქმა უნდა, ვერ იქნება ამნისტია, რომელიც კონვენციას ეწინააღმდეგება.

ასე რომ, აქ სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, როდესაც დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ ჯანმრთელობა ხანგრძლივად არის შერყეული და სერიოზულად არის, ახლა კონკრეტულ მაგალითებს არ დავასახელებ, რაც სახელდება, რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებს არ შეეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში ,,ქართული ოცნების” წევრების, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისა და პარლამენტის არჩეული წევრების შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი 27 აპრილს უნდა დაარეგისტრიროს.