რაოდენ ცოტა ღიმილის მომგვრელიც არ უნდა იყოს ბატონი მელიას საქციელი, ეს არის რაღაც ძალის დემონსტრირება ახლა რომ რამენაირად გამოძვრეს იმ ჩიხიდან, რა ჩიხშიც თვითონ მოიქცია თავი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები და ახლა აღმოჩნდა რომ თურმე გირაოზე თანახმაა. სერიოზულად რომ შევხედოთ, ეს არის საერთაშორისო დონის დოკუმენტი, რომლის შექმნაშიც უმაღლესი რანგის დიპლომატიური წარმომადგენლობები მონაწილეობდა. ვითომ მელია ცდილობს ახლა რაღაცნაირად გაამართლოს საკუთარი მდგომარეობა“, - განაცხადა ქადაგიძემ.
დღეს ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.