ლადო ბოჟაძე: სამწუხაროდ, ნიკა მელია კვლავ განაგრძობს დესტრუქციას

ლადო ბოჟაძე: სამწუხაროდ, ნიკა მელია კვლავ განაგრძობს დესტრუქციას

სამწუხაროდ, ნიკა მელია კვლავ განაგრძობს დესტრუქციას, კვლავ არის მცდელობა მოლაპარაკების მაგიდის აყირავების, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამნისტიის კანონის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნიკა მელია ამბობს, რომ ის თითქოს თანახმაა გირაოს გადახდაზე ან თავდებობაზე ევროპარლამენტარების მხრიდან. მელიას უნდა ახსოვდეს, რომ რა პრინციპითაც არ უნდა გამოვიდეს ის ახლა ციხიდან, მას სისხლის სამართლებრივი დევნა და ის პასუხისმგებლობა ვერ ასცდება, რომელიც მან მისივე განცხადებებით გამოიწვია. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა იმისა, რომ გაგრძელდეს ორპოლუსიანობა, დაპირისპირება და ახლა უკვე შარლ მიშელის ხელმოწერილ დოკუმენტის რევიზია მოხდეს, რაც წარმოუდგენელია“, - განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, მელიას განცხადება მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთს თამაშის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოში დაპირისპირებისა და არასტაბილურობის გაგრძელებაა.

დღეს ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.