ანრი ოხანაშვილი: ნიკანორ მელიას ნებაზე არაა დამოკიდებული შეთანხმების იმპლემენტაცია

ანრი ოხანაშვილი: ნიკანორ მელიას ნებაზე არაა დამოკიდებული შეთანხმების იმპლემენტაცია

დავაინიცირებთ კანონპროექტს, მივიღებთ ამნისტიის აქტს და ამით ყველა შევასრულებთ ნაკისრ ვალდებულებას,- ასე გამოეხმაურა ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას. უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ამნისტიის აქტი შეთანხმების ნაწილია.

„ამნისტიის აქტი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის შეთანხმების, რომლითაც პარტიები კისრულობენ ვალდებულებას და იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დეპოლარიზაციას, ადამიანის ბედით მანიპულირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ამნისტია უნდა გამოიცეს. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ვინმეს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ნიკანორ მელიას ნებაზე არაა დამოკიდებული მისი იმპლემენტაცია”, - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღეს ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი 27 აპრილს უნდა დაარეგისტრიროს.