„მაგარი რეკლამა ხარ შენ. 3-4 თვის შემდეგ თუ გინებას არ დაგიწყებენ, ნახავ! ნამოხვანს მიხედეთ, მონებო!“ - პეტრე ცაავას მხარდამჭერი მღვდლები გოლეთიანს უტევენ

„მაგარი რეკლამა ხარ შენ. 3-4 თვის შემდეგ თუ გინებას არ დაგიწყებენ, ნახავ! ნამოხვანს მიხედეთ, მონებო!“ - პეტრე ცაავას მხარდამჭერი მღვდლები გოლეთიანს უტევენ

„რიონის ხეობის მცველი“ და აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი  ჭყონდიდის ეპარქიაში 25 აპრილს მომხდარი დაპირისპირების დროს სალხინოს მონასტერში ჩავიდა და განაცხადა, რომ ის არავის მხარეს არ იჭერს და ეპარქიაში მშვიდობის მომხრეა.

სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე ვარლამ გოლეთიანისა და მისი მხარდამჭერების გამოჩენას ადგილზე შეკრებილები ნეგატიურად შეხვდნენ.

„ამისთანა რა მართებს ვარლამს მეუფე სტეფანესი, ჭყონდიდში რომ ჩამოვიდა?“ - მიმართავდნენ სალხინოს მონასტერთან შეკრებილები გოლეთიანსა და მის მხარდამჭერებს.

იღუმენ დანიელსა და „რიონის ხეობის მცველებს“ შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა:

„ნამახვანი დატოვე და აქ მოხვედი? მაგარი ქართველი ხარ შენ, მაგარი რეკლამა ხარ. 3-4 თვის შემდეგ თუ გინებას არ დაგიწყებენ, ნახავ! ნამოხვანს მიხედეთ, მონებო!“ - უთხრა იღუმენმა დანიელმა ვარლამ გოლეთიანს.