დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე დადებითად აფასებს საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებლის ზრდასა და მობილობის შემცირებას.
„კარგია, რომ მოსახლეობამ ამდენი საუბარი გაითვალისწინა და პირბადის ტარების მაჩვენებელი გაიზარდა. ამასთან, ოდნავ შემცირდა მობილობის მაჩვენებელი, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი. ჩვენ ხშირად ვამბობთ. რომ გვინდა, მაისი დაახლოებით ამ ფარგლებში, ეპიდსიტუაციის ამ მასშტაბებით გავიაროთ. ეს აუცილებელია, რათა შემდგომ, ივნისი უფრო მშვიდად დავიწყოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 70%-ს აჭარბებს.