დავით სერგეენკო: არჩილ თალაკვაძემ თავად გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტის მუშაობისთვის ასეთი ცვლილება

დავით სერგეენკო: არჩილ თალაკვაძემ თავად გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტის მუშაობისთვის ასეთი ცვლილება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, არჩილ თალაკვაძის თანამდებობიდან წასვლა მისი გადაწყვეტილების შედეგად მოხდა.

მისი თქმით, კახა კუჭავას კარგი განათლება და გამოცდილება აქვს.

„არჩილ თალაკვაძემ თავად გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტის მუშაობისთვის ასეთი ცვლილება. მისი გადაწყვეტილება იყო წამყვანი და არა ის, რომ ვინმე უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით. ჩემი აზრით, კახა კუჭავა კარგი სპიკერი იქნება, ახალგაზრდა კაცია, რომელსაც კარგი განათლება და გამოცდილება აქვს, თუმცა ამას მომავალი გვაჩვენებს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ხვალ დაამტკიცებენ. კახა კუჭავა არჩილ თალაკვაძეს შეცვლის. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, კუჭავა მეოთხე თავმჯდომარე, მეათე მოწვევის პარლამენტში კი, რიგით მეორე სპიკერი იქნება. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დამტკიცებას 76 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.