ჯერ ვერ დავაზუსტეთ, „ქართული ოცნება“ კიდევ ვის ამნისტიაზე საუბრობს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.
„მწვალებლებსა და ჯალათებზე რომ „ამნისტიის შესახებ კანონპროექტი“ არ უნდა გავრცელდეს, ვფიქრობ, ამაზე აზრთა სხვადასხვაობა არ უნდა იყოს. ასევე მნიშვნელოვანია, არ უნდა გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებსზე და ამ პროცესში ჩართული იყვნენ დაზარალებული პირები.
„ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ ვერსიაში ნამდვილად არ არის საუბარი, რომ კონვენციით დაცულ მუხლებს ამნისტია შეეხება, თუმცა ჯერ ვერ დავაზუსტეთ, „ქართული ოცნება“ კიდევ ვისზე საუბრობს“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ამნისტიის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღება ოპტიმალური გამოსავალია, სხვების აზრით კი, ის არ უნდა შეეხოს ყველას, ვინც 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების გამო სასჯელს იხდის.