ზაალ უდუმაშვილი: ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ დავსხდებით და განვიხილავთ ამნისტიის დოკუმენტის შინაარსსაც და ჩვენს სამომავლო გეგმებსაც

ზაალ უდუმაშვილი: ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ დავსხდებით და განვიხილავთ ამნისტიის დოკუმენტის შინაარსსაც და ჩვენს სამომავლო გეგმებსაც

ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ჩვენ ერთად დავსხდებით და განვიხილავთ ამ დოკუმენტის შინაარსსაც და ჩვენს სამომავლო გეგმებსაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს.

„ბუნებრივია, ნიკასთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის ისეთი ფორმით მიღება, რომელიც შეეხება იმ მოძალადე პოლიციელებს, რომლებიც ძალადობდნენ 20 ივნისის ღამეს ჩვენს თანამოქალაქეებზე“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ამნისტიის საკითხზე, ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღება ოპტიმალური გამოსავალია, სხვების აზრით კი, ის არ უნდა შეეხოს ყველას, ვინც 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენების გამო სასჯელს იხდის.