მე ვერც ნეგატიურად და ვერც პოზიტიურად ვერ შევაფასებ, რადგან ჩემთვის უცნობია ის ლოგიკა, რა ლოგიკითაც მიიღო ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“, ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა არჩილ თალაკვაძის გადადგომისა და მის პოსტზე კახა კუჭავას წარდგენის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
„ნებისმიერ ადამიანთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის და არანაირი მოტივაცია არ მაქვს, რომ ვინმე რაღაც ჭორის საფუძველზე გავაკრიტიკო ან შევაქო. ჩემი მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატს არ სჭირდება და მას უმრავლესობა დაამტკიცებს“, - განაცხადა ვახტანგ მეგგრელიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატს ხვალ დაამტკიცებენ. კახა კუჭავა არჩილ თალაკვაძეს შეცვლის. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, კუჭავა მეოთხე თავმჯდომარე, მეათე მოწვევის პარლამენტში კი, რიგით მეორე სპიკერი იქნება. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დამტკიცებას 76 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.