მეგრული ხაჭაპური

მეგრული ხაჭაპური

ინგრედიენტები

200   გრამი ხაჭაპურის ცომი

100   გრამი ფქვილი

2   ცალი კვერცხი

70   გრამი კარაქი

200   გრამი სულგუნი

მომზადება

გააცხელეთ ღუმელი 200-220C გრადუსზე.

ხაჭაპურის შიგთავსის მოსამზადებლად გახეხეთ სულგუნი და გადაინახეთ 50 გრამი. დანარჩენი 150 გრამი ყველი კი მოათავსეთ თასში და ჩანგლით შეურიეთ 1 ცალი კვერცხი 50 გრამ კარაქთან ერთად.

მეორე კვერცხის გული განაცალკევეთ ცილისგან და გათქვიფეთ.

მოზილეთ ხაჭაპურის ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, დაასვენეთ 10 წუთით და შემდეგ გააბტყელეთ. ცომის ცენტრში მოათავსეთ ხაჭაპურის შიგთავსი, შეუკარით პირი, ამოატრიალეთ და ფრთხილად გააბრტყელეთ ხელებით. დაუტოვეთ პატარა ნახვრეტი ორთქლის ამოსასვლელად.

გადაანაწილეთ გადანახული 50 გრამი გახეხილი ყველი ხაჭაპურის ზედაპირზე. ცომის კიდეებს და ყველიან ზედაპირს ალაგ-ალაგ მოაცხეთ გათქვეფილი კვერცხის გული.

საცხობ ლანგარს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე მეგრული ხაჭაპური, შედგით გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ, ზევიდან მოაცხეთ დარჩენილი 20 გრამი კარაქი და გემრიელად მიირთვით!