ინგრედიენტები
1 ცალი საშუალო ზომის კომბოსტო
300 გრამი საქონლისა და ღორის ხორცის ფარში
80 გრამი ბრინჯი
2 თავი ხახვი
2 ცალი პამიდორი
3 ს/კ არაჟანი
3 ცალი დაფნის ფოთოლი
2 კბილი ნიორი
1 ჩ/კ უცხო სუნელი
1 ჩ/კ ხმელი ქინძი
30 მლ. ზეთი
შავი პილპილი და მარილი
წყალი
მომზადება
ერთად დანაყეთ ნიორი, მარილი და სუნელები (უცხო სუნელი|ხმელი ქინძი).
დაჭერით 2 დიდი პამიდორი საშუალო ზომის ნაჭრებად და მოათავსეთ თასში. ჩაუმატეთ დანაყილი მასის ნახევარი, დაფნის ფოთლები და არაჟანი. კოვზით ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეურიეთ. შემდეგ ჩაუმატეთ ნახევარი ლიტრი წყალი, 1 სუფრის კოვზი ზეთი. ისევ შეურიეთ და მიღებული მასა შემდეგი ეტაპისთვის გადაინახეთ.
მოხარშეთ ბრინჯი მარილიან წყალში. დაჭერით ხახვი და ზეთში მოთუშეთ. ფარში მოხარშულ ბრინჯთან და მოთუშულ ხახვთან ერთად თასში მოათავსეთ. დაუმატეთ პირველ ეტაპზე დანაყილი მასის დარჩენილი ნახევარი და კარგად შეურიეთ.
აადუღეთ წყალი და კომბოსტო ისე მოათავსეთ, რომ წყალმა ნახევრამდე დაფაროს. ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი მარილი და კომბოსტო მდუღარე წყალში 5 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. დროის ამ მონაკვეთში რამდენჯერმე გადააბრუნეთ, რომ ყველა მხრიდან დარბილდეს. ამ ეტაპის მიზანი არა კომბოსტოს მოხარშვა, არამედ მისი დარბილებაა. ამოიღეთ კომბოსტო წყლიდან და ფრთხილად დაიწყეთ მისი ფურცლებად დაშლა. ამაში კოვზი დაგეხმარებათ. ფოთლებს ფრთხილად მოათალეთ სქელი ღეროები, ცენტრალურ ზოლად რომ გასდევთ მათ.
თითოეულ ფოთოლზე ერთ-ნახევარი ს/კ ხორციანი მასა მოათავსეთ. გადაკეცეთ კომბოსტო გვერდებიდან და გადაახვიეთ ტოლმა სიგრძეზე.
ჩააფინეთ ქვაბის ძირში მორჩენილი კომბოსტოს ფურცლები და დაალაგეთ მასზე ტოლმები. დააფარეთ ფოთლები ზემოდანაც, დაადეთ ღრმა თეფში და მასზე კიდევ რაიმე სიმძიმე. დაასხით გამზადებული პამიდვრის სოუსი და დააფარეთ თავსახური. აადუღეთ და ხარშეთ 50 წუთის განმავლობაში, ან უფრო დიდხანს თუ კომბოსტო სქელია და მეტ დროს მოითხოვს.