საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბათუმში, იახტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში 3,5 კმ გაცურა.
"წყალი არის სუპერ, ასეთი წყალია ხმელთაშუა ზღვაში ივნისის ბოლოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა „აიპოდ“-ის საშუალებით ევროპულ კურორტებზე არსებული კლიმატური მონაცემები ბათუმის პირობებს შეადარა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აჭარაში ზღვაში ბანაობა და მზეზე გარუჯვა წელიწადში 6 თვის განმავლობაშია შესაძლებელი.
„იმათ გასაგებად, ვინც ამბობს, რომ ბათუმი ძალიან ტენიანია - ახლა ვნახე მსოფლიოს კურორტებზე არსებული ტემპერატურა და ტენიანობის მაჩვენებელი.
ბათუმში ტემპერატურა 29 გრადუსია, ტენიანობა - 42 გრადუსი. ბოდრუმში ტემპერატურა 22 გრადუსი, ხოლო ტენიანობა - 68 გრადუსია; ნიცაში ტემპერატურა 6 გრადუსია, ტენიანობა კი - 53 გრადუსი.
ეს არის ერთ-ერთი ახნა იმისა, რატომ შეჰყურებს ოკუპანტი შურის თვალით ჩვენს ქვეყანას და რატომ უნდა მისი მიტაცება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.