გალეტი პომიდვრითა და თხის ყველით

გალეტი პომიდვრითა და თხის ყველით

ინგრედიენტები

1 1/4  ჭიქა ფქვილი

1/4  ჩ/კ მარილი

8   ს/კ დაჭრილი უმარილო კარაქი

1/4  ჭიქა არაჟანი

2   ჩ/კ ლიმონის წვენი

1/4  ჭიქა ცივი წყალი

1/3  ჭიქა თხის ყველი

1/3  ჭიქა გახეხილი პარმეზანი

4   ცალი პომიდორი

მარილი და პილპილი

1   ცალი ათქვეფილი კვერცხი

 1/4 კბილი დაჭრილი რეჰანი

მომზადება

თასში აურიეთ ფქვილი და მარილი.

დაჭრილი კარაქი პატარა თასში მოათავსეთ.

ორივე თასი საყინულეში 30 წუთიდან 1 საათამდე მოათავსეთ.

გამოიღეთ თასები საყინულედან. კარაქი ფქვილს დაუმატეთ და აზილეთ (შეგიძლიათ ხელითაც აურიოთ). მიიღებთ ფხვიერ მასას.

საშუალო თასში კარგად აურიეთ არაჟანი, ლიმონის წვენი და ცივი წყალი.

მიღებული ნაზავი ხის კოვზით ფქვილის ნაზავს შეურიეთ. ხელით დიდი გუნდა გააკეთეთ. დაფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფნით და შედგით მაცივარში 1 საათით.

როცა ცომი გაცივდება, წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.

ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე 30 სმ ზომაზე წრიულად გააბრტყელეთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და ცომი გადაიტანეთ.

მოაყარეთ თხის ყველი (დატოვეთ 2,5 სმ კიდე ცარიელი). მოაყარეთ პარმეზანი.

მრგვლად დაჭრილი პომიდორი ყველზე წრიულად მოალაგეთ (პომიდორს წინასწარ მოაშორეთ ზედმეტი წვენი). შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

ცომის კიდეები პომიდვრების ზემოდან გადაკეცეთ. ცომის ზედაპირს ათქვეფილი კვეცრხი გადაუსვით.

აცხვეთ ქერქის გადაბრაწვამდე, დაახლოებით 30–40 წუთით.

გამოიღეთ ღუმელიდან და ლანგარზე გადაიტანეთ.

მორთეთ დაჭრილი რეჰანით.